ავთანდილ სილაგაძე

დაიბადა 1954 წლის 5 თებერვალს.

განათლება:     

1977 წელს დაამთავრა   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი;

1980 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ასპირანტურა; 

1988 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პედინსტიტუტის გერმანული ენის ფაკულტეტი.

სამეცნიერო წოდება: 
   
ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1980); 

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1989);

სამუშაო გამოცდილება:

2014 - დღემდე - თსუ პროფესორი, საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის ხელ-ლი;

2013-2009 - თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტის, შემდგომში  უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას სრული პროფესორი;

2008-2004 - საქართველოს პარლამენტის წევრი;

2006-1998 - თსუ რექტორის მოადგილე (უხელფასო), პრორექტორი, კათედრის გამგე, პროფესორი;

1998-1992 - საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, შემდეგ - საქართველო სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი;

1994-1992- თსუ პროფესორი (შეთავსებით);

1992-1986 - თსუ ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი;

1992-1981 - თსუ ეკონომიკის ფაკ-ის პროფესორი, დეკანის მოადგილე, დოცენტი,
                   მასწავლებელი.

პროფესიული გაერთიანებები:

2013 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი;

2013-2001 - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  წევრ-კორესპონდენტი;

1997 წლიდან - ეკონომიკური მეცნიერებისა და სამეწარმეო საქმიანობის სართაშორისო აკადემიის წევრი (რუსეთის ფედერაცია);

1996 წლიდან -  განათლების, მრეწველობისა და ხელოვნების საერთაშორისო აკადემიის წევრი (აშშ).

გამოქვეყნებული ნაშრომები: 200-ზე მეტი საქართველოსა და საზღვარგარეთ.
სამეცნიერო პრემია: საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერების დარგში (2004).
ენები: გერმანული (საშუალოდ), ინგლისური (საშუალოდ), რუსული (საშუალოდ).

ჰყავს მეუღლე და 2 ვაჟი.