2010-09-14
ბრძანება №:1176/01-04

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოყვანა წესით სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოყვანა  წესით  სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  56–ე მუხლის მე-3 ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის 490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის #10/ნ ბრძანებით დამტკიცებული "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის" და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა და განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წერილი #04-3514 10.09.2010 (22653/02 13.09.2010) საფუძველზე

ვბრძანებ:

  1. ჩაირიცხონ 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოყვანის წესით ფაკულტეტების შესაბამისად შემდეგი სტუდენტები:
    1)    ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი (დანართი 1);

    2)    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);

    3)    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);

    4)    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 4);

    5)    მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 5).

  2. წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად ჩარიცხულ სტუდენტებს დაევალოთ მიმდინარე წლის 18 სექტემბრამდე თსუ-ს სასწავლო დეპარტამენტში წარმოადგინონ პირადი საქმე, სწავლების საფასურის გადახდის ქვითარი, წერილის ან ბრძანების ასლი სოციალური გრანტის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ, გაფრთხილების გარეშე, შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი.
  3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საგამოცდო ცენტრს (თ.იმედაძე) და სასწავლო დეპარტამენტს (რ. ჩიქოვანი).
  4. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
  5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრს წინამდებარე ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
  6. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.




რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი                                                                  ა. კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება