2011-06-10
ბრძანება №:57/01-01
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24-ე მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტისა და პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 26 აპრილის №10251/02 განცხადების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 16 ივნისის ბრძანება №242/02-03 ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის წარმომადგენლის ამერიკის შეერთებულ შტატებში გოჩა ლორთქიფანიძის დანიშვნის შესახებ".
2. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. წინამდებარე ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადების დღეს.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დ. ჩომახიძე