2015-06-19
ბრძანება №:73/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის №58/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის  28 აპრილის №58/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №187 დადგენილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის ი. ღარიბაშვილის 2015 წლის 01 ივნისის №17824/02,   საფინანსო დეპარტამენტისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტის მ. ცარციძის 2015 წლის 08 ივნისის №18314/08 კორესპონდენციებისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2015 წლის 02 ივნისის №375 ბრძანების  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის №58/02-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანების დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე. ნუგზარ გუბაძე – ბირთვული ფიზიკის ლაბორატორიის გამგე (ლაბორატორიაში არსებულ მატერიალურ ფასეულობებზე, მათ შორის ალფა, გამა და ბეტა სპექტომეტრებზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი)”; 
ბ) ბრძანების დანართის №1-ის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. გიორგი გოგსაძე – რექტორის მოადგილის თანაშემწე (თსუ I კორპუსი, ოთახი №105 - რექტორის მოადგილის ოფისი, თსუ I კორპუსი, ოთახი №020);
გ) ბრძანების დანართი №1-ის 41-ე მუხლის მე-14 პუნქტის ,,ა.ა” და ,,ბ.ვ” ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა.ა. ზურაბ მაკარიძე – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის სამეურნეო სამსახურის საწყობის გამგე”;
,,ბ.ვ. მიხეილ ვარაზაშვილი – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის კომენდანტი”.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                              დავით ჩომახიძე

« უკან დაბრუნება