2011-03-01
ბრძანება №:32/02-01

"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა ატესტაციის შესახებ" სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 17 თებერვლის №19/02-01 ბრძანების დანართში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა ატესტაციის შესახებ" სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 17 თებერვლის №19/02-01 ბრძანების დანართში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

     სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 17 თებერვლის №19/02-01 ბრძანების №3 დანართში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ ბრძანების №3 დანართის მე-6 პარაგრაფის (დავების გადაწყვეტა) ტექსტში ნაცვლად "გასაუბრების შედეგებთან დაკავშირებული დავები წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად" მითითებული უნდა ყოფილიყო  "ატესტაციის შედეგებთან  დაკავშირებული დავები წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად", ამავე დროს ზემოხსენებულ მე-3 დანართში პარაგრაფების ნუმერაციაში დაშვებული იყო შეცდომა.
   ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და  24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24-ე მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა ატესტაციის შესახებ" სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 17 თებერვლის №19/02-01 ბრძანების დანართი 3-ში  გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი და ამ დანართის მე-6 პარაგრაფი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
         ა) " $ 6. დავების გადაწყვეტა

    ატესტაციის შედეგებთან  დაკავშირებული დავები წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად".

         ბ) გასწორდეს ნუმერაციაში არსებული ტექნიკური ხარვეზი და  დოკუმენტი დაინომროს თავიდან.
  2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში  მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა.
  3. ბრძანების უნივერსიტეტის   ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;





ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                             დ. ჩომახიძე
« უკან დაბრუნება