2018-08-07
ბრძანება №:215/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 15 აპრილის N36/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 15 აპრილის N36/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი  ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტმბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 31 ივლისის N177/01-01  ბრძანების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელოს 2015 წლის 12 თებერვლის N10/02-01 და 2015 წლის 15 აპრილის N36/02-01 ბრძანებების, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2018 წლის 23 ივლისის N14924/10 და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2018 წლის 02 აგვისტოს  N15960/10 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილებები პორტუგალიური ენის სწავლების დონეების ცვლილებიდან  გამომდინარე სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2015 წლის 15 აპრილის N36/02-01 ბრძანებაში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით, კერძოდ:

ა) შევიდეს ცვლილებები ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 15 აპრილის N36/02-01  ბრძანების სათაურში და პირველ პუნქტში:

 ა.ა.)   ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი  განათლების  ცენტრის  სასერტიფიკატო  კურსის  „პორტუგალიური   ენა (A1.1., A1.2., A2.1., A2.2., B1.1., B1.2., B2.1. B2.2.)“ ფასიანი  მომსახურების  ღირებულების  განსაზღვრის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 12 თებერვლის N10/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“;
ა.ბ.) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შევიდეს დამატებს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „პორტუგალიური ენა (A1.1., A1.2., A2.1., A2.2., B1.1., B1.2., B2.1. B2.2.)“ ფასიანი მომსახურების ღირებულების განსაზღვრის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 12 თებერვლის N10/02-01 ბრძანებაში  და ბრძანებას მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31  პუნქტი:
„31.კურსის შემოსავლის 10% მოხმარდეს თსუ უწყვეტი  განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს ამავე ცენტრის წარდგინების საფუძველზე; ხოლო 90% კი პორტუგალიური ენის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე გამოეყოს აღნიძნულ ცენტრს დებულებით განსაზღვრული მიზნებისათვის.“

2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება;
3. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება;
4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                        ნუნუ ოვსიანიკოვა

« უკან დაბრუნება