იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ირაკლი ბურდულის დანიშვნის შესახებ (ბრძანება №16/01-03)
ბრძანება №16/01-03
28.07.2008 წ
იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ირაკლი ბურდულის დანიშვნის შესახებ
საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის I-ლი ნაწილის, 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 3 იანვრის #02/02-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანისა და დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 4 აპრილის #51/02-01 ბრძანების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. დაინიშნოს 2008 წლის 28 ივლისიდან იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლად ირაკლი ბურდული და განესაზღვროს ხელფასი თვეში 1300 (ათასსამასი) ლარი;
2. ბრძანება განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორი, პროფესორი
გ. ხუბუა