2017-03-20
ბრძანება №:47/01-01

„ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 31 დეკემბრის №116/01–01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა  და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 31 დეკემბრის №116/01–01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“  ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტისა და  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 13 მარტის  №3153/27 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება  „ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 31 დეკემბრის №116/01–01 ბრძანების მე–2 პუნქტით დამტკიცებულ №2 დანართში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. გიორგი შარვაშიძე – რექტორი (კომისიის  თავმჯდომარე);
2. დარეჯან თვალთვაძე – რექტორის მრჩეველი (კომისიის წევრი);
3. ნანი გაფრინდაშვილი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი (კომისიის წევრი); 
4. მაკა ჯოხაძე  –  მწერალი (კომისიის წევრი);
5. პაატა ჩხეიძე – მთარგმნელი, ლიტერატორი (კომისიის წევრი);
6. როსტომ ჩხეიძე – მწერალი, ლიტერატურათმცოდნე (კომისიის წევრი);
7. მაია ჯალიაშვილი – ლიტერატორი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი (კომისიის წევრი);
8. გიორგი ლობჟანიძე - მთარგმნელი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი);
9. ეკატერინე ნავროზაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).“

2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება