2014-03-25
ბრძანება №:39/02-01
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო - კურსის ,,კონფლიქტების სოციოლოგიურ-ფსიქოლოგიური ბუნების ანალიზი და მართვის მექანიზმები“ ფასიანი მომსახურების ღირებულების დადგენის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო – კურსის „კონფლიქტების სოციოლოგიურ-ფსიქოლოგიური ბუნების ანალიზი და მართვის მექანიზმები“ დამტკიცების შესახებ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის N178/01-01 (18.12.2013) ბრძანების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო - კურსის ,,კონფლიქტების სოციოლოგიურ-ფსიქოლოგიური ბუნების ანალიზი და მართვის მექანიზმები’’ - ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 120 ლარით.
2.
დაწესდეს შეღავათი და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის კურსის ღირებულება განისაზღვროს 100 ლარით.
3.
მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 16 ლარის ოდენობით (დაუბეგრავი).
4.
საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო-კურსის ,,კონფლიქტების სოციოლოგიურ-ფსიქოლოგიური ბუნების ანალიზი და მართვის მექანიზმები’’ გაიხსნას, კურსზე მინიმუმ 14 მსმენელის არსებობის შემთხვევაში.
5.
დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსება.
6.
დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის.
7.
ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დ. ჩომახიძე