2008-09-03
ბრძანება №:0

მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ (ბრძანება №79/01-01)

ბრძანება № 79 / 01-01
       03.09.2008 წ

 

მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი  განათლების  შესახებ”  საქართველოს  კანონის 22-ე  მუხლის,  საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის 2008 წლის         29 მაისის # 490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის #91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის #13 სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, ქირურგიის მიმართულებით;

2. კონკურსი გამოცხადდეს 2008 წლის 3 სექტემბერს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2 ოქტომბერი;

3. კონკურსი ცხადდება მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის   1 (ერთი) ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, ქირურგიის მიმართულებით;

4. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს;

4.1 ინფორმაცია კლინიკური ბაზის შესახებ, რომელიც შეიცავს:

  • თანხმობის წერილს იმ კლინიკური ბაზის/ბაზების ხელმძღვანელისაგან, სადაც უნდა განხორციელდეს აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი;
  • კლინიკური ბაზის/ბაზების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს;
  • კლინიკურ ბაზაზე/ბაზებზე არსებული სასწავლო პროცესისათვის განკუთვნილი სივრცის აღწერილობა და სასწავლო პროცესისთვის გამოყოფილი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს.

 4.2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
  • სალექციო კურსების ჩამონათვალი – სილაბუსებით;
  • სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს.

4.3. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  შესაძლებელია წარმოადგინოს:

  • ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობის ან პროექტებში მონაწილეობაის შესახებ;
  •  ინფორმაცია მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შესახებ.

5. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს თსუ-ის კანცელარიაში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ.#1.
6. ბრძანება გამოქვეყნდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წარდგინება # 14880/02/02, 02.09.2008წ.

 

   რექტორი, პროფესორი
                                            გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება