2017-10-06
ბრძანება №:195/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ინტერდისციპლინურ სტრუქტურირებულ სადოქტორო პროგრამაზე - „ტრანსლაციური ბიო-მედიცინა (მიმართულება - „ჰეპატოლოგია“)“ 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ინტერდისციპლინურ სტრუქტურირებულ სადოქტორო პროგრამაზე - „ტრანსლაციური ბიო-მედიცინა (მიმართულება - „ჰეპატოლოგია“)“ 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების საფუძველზე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2017 წლის 3 ოქტომბრის №17172/32 და №17173/32 წერილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    გამოცხადდეს მიღება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ ინტერდისციპლინურ სტრუქტურირებულ სადოქტორო პროგრამაზე - „ტრანსლაციური ბიო-მედიცინა (მიმართულება - „ჰეპატოლოგია“)“.
2.    განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის დოქტორანტურაში მიღების ვადები:

ა) საბუთების მიღება - 9 - 11 ოქტომბერი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში - 12 ოქტომბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 13 ოქტომბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 16 ოქტომბერი (1300 სთ-მდე);
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 16 ოქტომბერი (1700 სთ.);
ვ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება -  17 ოქტომბერი (1100 სთ.);
ზ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 17 ოქტომბერი      (1500 სთ.);
თ)ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან -  18 ოქტომბერი;
ი) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო  პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა -  19 ოქტომბერი;
კ)  ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 19 ოქტომბერი.

3.    განისაზღვროს თსუ-ს ფაკულტეტების მიმღებ კომისიებში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
გ)მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2017 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
ზ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
თ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) ქართული ენის 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;

2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.    



რექტორი     გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება