2016-02-01
ბრძანება №:09/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2015 წლის 24 დეკემბრის №47888/02 კორესპონდენციაში დასმული საკითხების შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2015 წლის 24 დეკემბრის №47888/02 კორესპონდენციაში დასმული საკითხების შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი – მე-3 ნაწილების, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2015 წლის 24 დეკემბრის №47888/02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2015 წლის 24 დეკემბრის №47888/02 კორესპონდენციაში დასმული საკითხების შესწავლის მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)
დარეჯან თვალთვაძე (თავმჯდომარე) – რექტორის მოადგილე;
ბ)
თამარ ვეფხვაძე (თავმჯდომარის მოადგილე) _ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
გ)
ზვიად მურადაშვილი – რექტორის მოადგილის (სასწავლო დარგში) კონსულტანტი;
დ)
რუსუდან სანადირაძე _ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ე)
მაია გრიგოლია _ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სტუდენტთა მომსახურების განყოფილების უფროსი;
ვ)
სოფიო ცინცაძე _ იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (კომისიის მდივანი);
ზ)
ირმა მშვენიერაძე – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
თ)
ეთერ გიგაური - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კანცელარიის უფროსი;
ი) რუსუდან ლალაზაშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
კ) ნანა მაისურაძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი.
2.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.
ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა