2014-10-06
ბრძანება №:178/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე–20 მუხლის პირველი, მე–2 და მე–4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 56–ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-9 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 30 სექტემბრის №96 დადგენილების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადის 2014 წლის 20 ოქტომბრისათვის ამოწურვასთან დაკავშირებით, დაინიშნოს აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები 2014 წლის 21 ოქტომბერს, შემდეგ ფაკულტეტებზე:
ა) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 2 წევრი;
ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - 2 წევრი;
გ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - 2 წევრი;
დ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 2 წევრი;
ე) იურიდიული ფაკულტეტი - 2 წევრი;
ვ) მედიცინის ფაკულტეტი - 2 წევრი;
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - 2 წევრი;
2. განისაზღვროს საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ინეზა გაგნიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ბ) ნინო დურგლიშვილი - სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
გ) ირაკლი კობახიძე - იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
დ) რამაზ ხომერიკი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) ვალერიან რამიშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ვ) ჯენარა ქრისტესაშვილი -მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ზ) ეკატერინე ფირცხალავა - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
თ) დემეტრე ეგნატაშვილი - იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი, ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი;
ი) გიორგი ამირანაშვილი - იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი, ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი სპეციალისტი.
3. საარჩევნო კომისიას დაევალოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 21 ოქტომბრის არჩევნების დადგენილ ვადებში, მოქმედ კანონმდებლობასა და შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში ჩატარება.
4. საარჩევნო კომისიის წევრებს შესრულებული სამუშაოსათვის მიეცეთ ანაზღაურება კანომდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.
5. არჩევნების საორგანიზაციო (ტექნიკური) ხარჯების ანაზღაურება (საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე) განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს 8 ოქტომბერს და დასრულდეს 2014 წლის 15 ოქტომბერს 18:00 საათზე.
7. კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ოთახი N114.
8. კომისიის სამუშაო ოთახი განთავსებულია მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N3, უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი, ოთახი N245.
9. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
10. ინფორმაციის უნივერსიტეტის გაზეთ – ,,თბილისის უნივერსიტეტში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა დაევალოს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორს ნინო კაკულიას.
11. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
12. ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
13. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით – გამოქვეყნებისთანავე.
14. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დავით ჩომახიძეს.
15. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
« უკან დაბრუნება