2013-02-18
ბრძანება №:18/01-01

"ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2013 წლის 10 იანვრის #03/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

"ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2013 წლის 10 იანვრის #03/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ა" და "ს" ქვეპუნქტების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის თ. დუნდუას 2013 წლის 18 თებერვლის #3821/02 წერილის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    შევიდეს ცვლილება "ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2013 წლის 10 იანვრის #03/01-01 ბრძანებაში და მე-3  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"3. კონკურსი გამოცხადდეს 2013 წლის 10 იანვარს, საკონკურსო  დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2013 წლის 11 თებერვლიდან 2013 წლის 18 თებერვლის ჩათვლით. მსოფლიო ისტორიისა და ბიზანტიური ფილოლოგიის მიმართულებების საკონკურსო კომისიების შემაჯამებელი ოქმები აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2013 წლის პირველი მარტისა, ხოლო კავკასიოლოგიის მიმართულების საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გადაეცეს _ არაუგვიანეს 2013 წლის 4 მარტისა;"
2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
3.    ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში".
4.    დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული    სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
5.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი                                        ალექსანდრე კვიტაშვილი              

« უკან დაბრუნება