2019-07-09
ბრძანება №:177/01-01

“სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „ხარჯ-აღრიცხვიანობის ანალიზი“-ს დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 07 ივნისის N144/01-01 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე

“სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის  ტრენინგკურსის  „ხარჯ-აღრიცხვიანობის ანალიზი“-ს დამტკიცების შესახებ“ რექტორის  2019 წლის 07 ივნისის N144/01-01 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 59-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11  სექტემბრის   N135/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2019 წლის 27 ივნისის N12177/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ტრენინგკურსის სახელწოდებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორების მიზნით შევიდეს ცვლილებები რექტორის 2019 წლის 07 ივნისის N144/01-01 ბრძანებაში, “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის    სახელმწიფო     უნივერსიტეტის     უწყვეტი    განათლების    ცენტრის ტრენინგკურსის „ხარჯ-აღრიცხვიანობის  ანალიზი“-ს  დამტკიცების  შესახებ“  რექტორის    2019 წლის 07 ივნისის N144/01-01 ბრძანების :

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის   ტრენინგკურსის   „ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი“-ს დამტკიცების შესახებ“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსი „ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი“ (დანართი N1)“.

2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3.   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4.   ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.





რექტორი           გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება