2008-06-11
ბრძანება №:41/01-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ (ბრძანება № 41/01-01)


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ


„უმაღლესი განათლების  შესახებ“ საქართველოს კანონის, “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N# 91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილების  თანახმად,

  1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად.
  2. კონკურსი ცხადდება 12 ივნისს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 11 ივლისი.
    1. კონკურსი ცხადდება ასისტენტ პროფესორის  33 საშტატო ერთეულზე:

ფილოსოფია -2; საქართველოს ისტორია – 5; შუა საუკუნეების ისტორია -2; ახალი და უახლესი ისტორია -2; ახლო აღმოსავლეთის ისტორია -1; კულტურის მეცნიერებები -1; კავკასიოლოგია -1; ქართული ლიტერატურა -1; ძველი ქართული ენა – 1; ახალი ქართული ენა – 1; ფოლკლორი  - 1; ინგლისური ფილოლოგია -2; გერმანული ფილოლოგია -2; ესპანური ფილოლოგია -1; იტალიური ფილოლოგია -1; არაბისტიკა -1; ირანისტიკა -1; თურქოლოგია -3;  ებრაისტიკა-არამეისტიკა -1;  ასირიოლოგია – 1;

განათლების მეცნიერებები -1; ლიტერატურული ურთიერთობანი და თარგმანმცოდნეობა -1.

4. ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია  წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ)პირადობის მოწმობის ასლი ;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) სამოტივაციო წერილი.

5. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს თსუ-ის კანცელარიაში, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 1.

6. ბრძანება გამოქვეყნდეს.

 

 

გიორგი ხუბუა
რექტორი

« უკან დაბრუნება