2007-01-03
ბრძანება №:01–01/01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, პროფესორ გიორგი ხუბუას ბრძანება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე "საერთაშორისო ტურიზმის სკოლის" შექმნის შესახებ (ბრძანება N01-01/01)


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე "საერთაშორისო ტურიზმის სკოლის" შექმნის შესახებ

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის მენეჯმენტის სწავლების განვითარების, მაგისტრის ხარისხის საერთაშორისო სერთიფიკატის დანერგვის მიზნით, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების განსაზღვრისა და საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის #473 ბრძანებულების მე–2 პუნქტის "ე" და "შ" ქვეპუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ:

1. შეიქმნას 2007 წლის 3 იანვრიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე "საერთაშორისო ტურიზმის სკოლა" და ამავე რიცხვიდან გაუქმდეს "ტურიზმის სასწავლო–კვლევითი ცენტრი".

2. დაევალოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (გ. გალდავა) და მატერიალური რესურსების მართვის სამსახურს (ს. სანაძე) " საერთაშორისო ტურიზმის სკოლისათვის" სათანადო ფართის გამოყოფა და აღჭურვა.

3. დაევალოს საფინანსო სამსახურს (მ. ცარციძე) უზრუნველყოს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისათვის აუდიტის საფასურის გადახდა შესაბამისი წესით.

4. დაინიშნოს 2007 წლის 3 იანვრიდან თსუ–ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მაია მარგველაშვილი "საერთაშორისო ტურიზმის სკოლის" დირექტორის თანამდებობაზე,.

5. დაევალოს "საერთაშორისო ტურიზმის სკოლის" დირექტორს (მ. მარგველაშვილი) ორი კვირის ვადაში წარმოადგინოს სკოლის წესდება და სამუშაო გეგმა.

6. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტი“ და განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ გვერდზე.

7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი  გ. ხუბუა.

« უკან დაბრუნება