2011-12-30
ბრძანება №:134/01-01
"სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2011-2012 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ" სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 25 ივლისის №77/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისა და საგამოცდო ცენტრის უფროსის 2011 წლის 29 დეკემბრის №35479/02 წარდგინების საფუძველზე,
ვბრძანებ:
-
შეტანილ იქნეს ცვლილება სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 25 ივლისის №77/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის "ბ.ე" ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"ბ.ე საგამოცდო პერიოდი – 23 იანვარი – 17 თებერვალი (ძირითადი გამოცდები), 23-29 თებერვალი (დამატებითი გამოცდები)".
-
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
-
ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
-
ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
პროფესორი ლევან ალექსიძე