2007-09-01
ბრძანება №:73/01-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული გადასახადის დადგენის მიზნით უმაღლესის განათლების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად (ბრძანება N73/01-01)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული გადასახადის დადგენის მიზნით
უმაღლესის განათლების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  შესაბამისად

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. 2007-2008 სასწავლო წელს სწავლის სემესტრული საფასური უნივესიტეტის ყველა ფაკულტეტსა და სპეციალობაზე განისაზღვროს:
ბაკალავრიატში _ 750 ლარით;
მაგისტრატურაში _ 1000 ლარით;

2. 2007-2008 სასწავლო წელს თსუ-ში ჩარიცხვის/გადმოყვანის წესით მიღებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არ მქონე პირების  სწავლის სემესტრული საფასური განისაზღვროს შემდეგი ტარიფით:
ბაკალავრიატში _ 1250 ლარი;
მაგისტრატურაში _ 1500 ლარი;
3. თსუ-ის ფილიალებიდან გადმოყვანის წესით ჩარიცხულ სტუდენტებს შეუნარჩუნდეთ ხელშეკრულებით დადგენილი ტარიფები სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ხანგრძლივობით.
4. 2007-2008 სასწავლო წელს უცხოენოვან მაგისტრატურაში სწავლის სემესტრული საფასური განისაზღვროს:
ა) სამაგისტრო პროგრამა: ევროპათმცოდნეობა -1500 ლარი
ბ) კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი (Mაგისტერ Lეგუმ, LL.M)- 2500 ლარი.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს სტუდენტებთან პრეფერენციული (უფრო დაბალი, შეღავათიანი) ტარიფით გაფორმებული ხელშეკრულება სტუდენტს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ვადებში შეუნარჩუნდეს ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობა.
6. ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში, ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტს შეუჩერდეს სტუდენტის სტატუსი (არაუმეტეს 2 სემესტრისა); არასაპატიო მიზეზით ადმინისტრაციული რეგისტრაციის 3 სემესტრის განმავლობაში გაუვლელობის შემთხვევაში სტუდენტს შეუწყდეს სტატუსი და მისი თსუ-ს სტუდენტად აღდგენა მოხდესა კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით.
7. სახელმწიფო გრანტით ნაწილობრივი დაფინანსების მქონე სტუდენტებმა სხვაობა სახელმწიფო დაფინანსებასა და სწავლის რეალურ საფასურს შორის უნდა დაფარონ ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში.
8. აკადემიურ შვებულებაში მყოფი სტუდენტის მიერ სწავლის გაგრძელების შემთხვევაში სწავლის საფასური განისაზღვროს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით დადგენილი  ტარიფით;
9. უნივერსიტეტიდან ამორიცხულმა სტუდენტმა სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების შემთხვევაში უნდა განაახლოს ხელშეკრულება უნივერსიტეტთან. სწავლის საფასური განისაზღვროს სტუდენტის სტატუსის აღდგენის დროს დადგენილი ტარიფით;
10. სტუდენტი უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ ვადებში და დაფინანსების (სემესტრული გადასახადის) ფარგლებში განმეორებით მოისმინოს ცალკეული საგნები სემესტრულ სამუშაო ნორმად(30 კრედიტი) დადგენილ კრედიტების ოდენობის დაცვით.
11. სტუდენტებს, რომლებმაც საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ ვადებში ვერ მოიპოვეს შესაბამისი აკადემიური ხარისხი, უფლება მიეცეთ თვითდაფინანსების გზით დაასრულონ სასწავლო პროგრამა მომდევნო არაუმეტეს ოთხი სემესტრის ვადაში. გადასახადი განისაზღვროს იმ დროისათვის დადგენილი სემესტრული გადასახადის შესაბამისად.
12. ბრძანების შესრულება უზრუნველყოს თსუ საფინანსო დეპარტამენტმა.
13. დაევალოს საერთო განყოფილებას (ნ. ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის. ბრძანება საჯარო გაცნობისათვის გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტში“, უნივერსიტეტის ვებგვერდზე და მოხდეს მისი ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე ღიად განთავსება.
14. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
15. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს თსუ-ს რექტორის 2007 წლის 9 თებერვლის #13/01-01 ბრძანება.

 

 

 

რექტორი, პროფესორი            გ. ხუბუა.

« უკან დაბრუნება