2020-01-29
ბრძანება №:20/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო- კვლევით ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო- კვლევით ინსტიტუტში  მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის   დირექტორის მ. ნიორაძის 2020 წლის 28 იანვრის N1239/10   წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2020 წლის 24 იანვარი სხდომის ოქმი N23-01/20 საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით  ერთეულში  -  მაღალი  ენერგიების  ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომლის და მეცნიერ თანამშრომლის  თანამდებობებზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) მერაბ ელიაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი.
ბ) ალექსანდრე კვინიხიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
გ) სიმონ წერეთელი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ   მერაბ ელიაშვილი,   საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ალექსანდრე კვინიხიძე და   საკონკურსო კომისიის მდივნად  სიმონ წერეთელი.

3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2020 წლის 21 თებერვლისა.

5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, მაღალი ენერგიები ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).

6. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება