2018-10-30
ბრძანება №:289/02-01
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფების განსაზღვრის თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 02 ოქტომბრის N217/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფების განსაზღვრის თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 02 ოქტომბრის N217/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა”, ,,ნ“ ქვეპუნქტის და უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის გიორგი ტალახაძის 2018 წლის 24 ოქტომბრის N22248/10 და 29 ოქტომბრის N22482/10 კორესპონდენციების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფების განსაზღვრის თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 02 ოქტომბრის N217/02-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. თსუ სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის (სარგებლობა - ადგილი ოთახში, ელ. ენერგია, ბუნებრივი აირი, ცივი და ცხელი წყლის მიწოდებით, ავეჯი, სხვა ფურნიტურა და სხვა დაცული საერთო სარგებლობის სივრცით ნაწილობრივი სარგებლობა) ტარიფი განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) ბაგების საერთო საცხოვრებელში მცხოვრები სტუდენტისათვის - თვეში 50 ლარი;
ბ) ლისის საერთო საცხოვრებელში მცხოვრები სტუდენტისათვის - თვეში 150 ლარი;
გ) ბაგების საერთო საცხოვრებელში სტუდენტისათვის, რომელიც ცხოვრობს მეუღლესთან ან/და შვილთან/შვილებთან ერთად - თვეში 100 ლარი;
დ) ბაგების საერთო საცხოვრებელში მცხოვრები უნივერსიტეტის პერსონალისათვის (ერთი პირი) - თვეში 120 ლარი;
ე) ბაგების საერთო საცხოვრებელში მცხოვრები უნივერსიტეტის პერსონალისათვის რომელიც ცხოვრობს მეუღლესა ან/და შვილთან/შვილებთან ერთად (არაუმეტეს 2 პირისა) - თვეში 150 ლარი;
ვ) ბაგების საერთო საცხოვრებელში მცხოვრები უნივერსიტეტის პერსონალისათვის რომელიც ცხოვრობს მეუღლესა ან/და შვილთან/შვილებთან ერთად (არაუმეტეს 4 პირისა) - თვეში 180 ლარი;
ზ) ბაგების საერთო საცხოვრებელში მცხოვრები უნივერსიტეტის პერსონალისათვის რომელიც ცხოვრობს მეუღლესა ან/და შვილთან/შვილებთან ერთად (4-ზე მერი პირი) - თვეში 210 ლარი.“.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა
« უკან დაბრუნება