2009-10-07
ბრძანება №:105 / 01-01

"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის მიმართულების სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2009 წლის 28 სექტემბრის #102/01-01 ბრძანებაში ტექნიკური უზუსტობის გასწორების შესახებ

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის  #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. გასწორდეს ტექნიკური უზუსტობა "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის მიმართულების სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2009 წლის 28 სექტემბრის #102/01-01 ბრძანების მე-4 პუნქტში  და დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2009 წლის 28 ოქტომბრიდან 2009 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით;
  2. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
  3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი, პროფესორი 
                                       გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება