2009-10-13
ბრძანება №:109 / 01-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭებისა და დიპლომის გაცემის შესახებ"

     ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭებისა და დიპლომის გაცემის შესახებ" რექტორის 2009 წლის 2 ივნისის #992/01-04, "იურიდიული ფაკულტეტის (ქვემო ქართლის ფილიალი) კურსდამთავრებულთათვის შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭებისა და დიპლომის გაცემის შესახებ" რექტორის 2009 წლის 21 ივლისის #1238/01-04, "ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭებისა და დიპლომის გაცემის შესახებ” 2009 წლის 2 ივნისის #992/01-04 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ" რექტორის 2009 წლის 30 ივლისის #1305/01-04, "ქვემო ქართლის ფილიალის ჰუმანიტარული ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭებისა და დიპლომის გაცემის შესახებ" რექტორის 2009 წლის  21 სექტემბრის #1616/01-04 ბრძანებების მოქმედების შეჩერების თაობაზე 2007 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქვემო ქართლის ფილიალის ლიკვიდაციის შემდეგ სამართლმემკვიდრედ გამოცხადდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტი. თსუ-ში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ დოკუმენტაციის გადმობარებისას ფილიალის საქმიანობაში გამოვლინდა კანონდარღვევის ფაქტები, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობა საქართველოს გენერალურ პროკურატურას (#530/01-01-20-07 23.10.2007). აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ აღიძრა სისხლის სამართლის #74078431 საქმე თსუ-ს ყოფილი ქვემო ქართლის ფილიალის ხელმძღვანელთა მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რაზედაც 2008 წლის 14 ივლისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გადმოცემული იქნა დასკვნა „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ამოღებული დოკუმენტაციის თემატური შემოწმების შესახებ“. ასევე, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე  დაბრუნდა  უნივერსიტეტიდან  ამოღებული  დოკუმენტაცია,  მათ შორის, სტუდენტთა პირადი საქმეები, რომლებიც დასამუშავებლად გადაეცა შესაბამის ფაკულტეტებს. იმ სტუდენტების მიმართ, რომელთა დოკუმენტაციაც სრულყოფილი იყო, გამოიცა რექტორის შესაბამისი ბრძანებები ხარისხის მინიჭების შესახებ (#992/01-04, 02.06.09; #1238/01-04, 21.07.09; #1305/01-04, 30.07.09; #1616/01-04, 21.09.09).
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში გასული სიუჟეტიდან გამომდინარე ეჭვქვეშ დადგა თსუ ყოფილი ქვემო ქართლის ფილიალის სტუდენტთა პირად საქმეებში არსებული გარკვეული დოკუმენტაციის, კერძოდ, საშუალო განათლების ატესტატის ჭეშმარიტების საკითხი, რაც შესაბამისი ორგანოების მიერ შესწავლილი არ ყოფილა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა დოკუმეტაციის შესწავლის მიზნით 2009 წლის 5 ოქტომბერს #927/01-01-03-06 წერილით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ამავდროულად უნივერსიტეტში შემოსულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 05.10.2009 წლის #07-06-1/12518 წერილი, რომლითაც მოთხოვნილია ყოფილი ქვემო ქართლის ფილიალის სტუდენტებთან დაკავშირებით უნივერსიტეტში არსებული სასწავლო დოკუმენტაცია. ამდენად, უნივერსიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებითი გარემოების გამოკვლევამდე და საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერდეს ყოფილი ქვემო ქართლის ფილიალის კურსთამთავრებულთა მიმართ გამოცემული ზემოთმითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან და "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. შეჩერდეს, “ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭებისა და დიპლომის გაცემის შესახებ” რექტორის 2009 წლის 2 ივნისის #992/01-04, “იურიდიული ფაკულტეტის (ქვემო ქართლის ფილიალი) კურსდამთავრებულთათვის შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭებისა და დიპლომის გაცემის შესახებ” რექტორის 2009 წლის  21 ივლისის #1238/01-04, “ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭებისა და დიპლომის გაცემის შესახებ 2009 წლის 2 ივნისის #992/01-04 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ” რექტორის 2009 წლის 30 ივლისის #1305/01-04, “ქვემო ქართლის ფილიალის ჰუმანიტარული ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭებისა და დიპლომის გაცემის შესახებ” რექტორის 2009 წლის 21 სექტემბრის #1616/01-04 ბრძანებების მოქმედება.
  2. ბრძანების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა (რ. ჩიქოვანი).
  3. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
  4. ბრძანება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
  5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

საფუძველი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის წერილი (შიდა სარეგისტრაციო #07-06-2/12518, 05.10.2009; თსუ კანცელარია #23248/02, 05.10.2009); ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის  2009 წლის 5 ოქტომბერს #927/01-01-03-06 წერილი. 

 

 რექტორი, პროფესორი
                                                                                         გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება