ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, ასევე აკადემიური საბჭოს 2009 წლის 26 დეკემბრის #156 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 29 დეკემბრის #17 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების საბჭოს ფორმირებასთან დაკავშირებული პროცედურის 1-ლი პუნქტის შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
-
დაინიშნოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევნები კერძო სამართლის მიმართულებით – 2009 წლის 17 ოქტომბერს, 13.00 საათზე, ხოლო სისხლის სამართლის მიმართულებით – 2009 წლის 19 ოქტომბერს, 18.00 საათზე.
-
იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა (ი. ბურდული) უზრუნველყოს ფაკულტეტის საბჭოს არჩევნების ჩატარება აკადემიური საბჭოს 2008 წლის 26 დეკემბრის #156 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 29 დეკემბრის #17 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების საბჭოს ფორმირებასთან დაკავშირებული” პროცედურით განსაზღვრული წესით.
-
ბრძანება საჯარო გაცნობის მიზნით გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას და განთავსდეს თსუ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
-
ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
-
კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
საფუძველი: თსუ იურიდიული ფაკულტეტის მ.შ, ასოცირებული პროფესორის ირაკლი ბურდულის 09.10.2009 წლის #23934/02 წარდგინება; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 29.09.2009 წლის #291 დადგენილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ.
რექტორი, პროფესორი
გიორგი ხუბუა