2012-01-11
ბრძანება №:05/02-01

ა(ა)იპ - "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი”-ს I სასწავლო კორპუსში სარემონტო სამუშაოების დამთავრებასა და პერსონალის გადაყვანასთან დაკავშირებით ჩასატარებელი სამუშაოებისა და გასატარებელი ღონისძიებების ორგანიზების თაობაზე

ა(ა)იპ - "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი”-ს I სასწავლო კორპუსში სარემონტო სამუშაოების დამთავრებასა და პერსონალის გადაყვანასთან დაკავშირებით ჩასატარებელი სამუშაოებისა და გასატარებელი ღონისძიებების ორგანიზების თაობაზე

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე  მუხლის პირველი პუნქტის "ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული "არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის –„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წესდების” 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა” ქვეპუნქტის, და ამავე მუხლის მე-2 ქვეპუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. I სასწავლო კორპუსში სარემონტო სამუშაოების დამთავრებასთან დაკავშირებით დაევალოს შესაბამის პროფილურ დეპარტამენტებს განხორციელებული სარემონტო სამუშაოების და კომუნიკაციების (წყალგაყვანილობა და საკანალიზაციო სისტემა, გათბობისა და ვენტილაციის სისტემა, ელექტროგაყვანილობის სისტემა, დაცვისა და უსაფრთხოების სისტემა, სამეთვალყურეო ტექნიკა, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, ლიფტების ტექნიკური გამართულობა, ინტერნეტისა და კავშირგაბმულობის სისტემები, სატელევიზიო არხები, საინფორმაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა, ცენტრალური სერვერი და სხვა) ტექნიკური-საექსპლუატაციო მდგომარეობის გამართულობის შემოწმება და სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მათი რეალური მდგომარეობის შესახებ;

2. I სასწავლო კორპუსში სარემონტო სამუშაოების დამთავრებასთან დაკავშირებით ახალი ტექნიკის, სასაწავლო და სამეურნეო ინვენტარის რაოდენობრივად, ორგანიზებულად მიღების, განაწილების და აღწერის მიზნით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) რომან ხარბედია – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონსულტანტი, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი;
ბ) ალექსანდრე ხუჯაძე _ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

გ) ალექსანდრე ჭიღლაძე _ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი;
დ) ლევან მოდებაძე – თსუ-ის I  კორპუსის ადმინისტრატორი;
ე) ზურაბ მატიაშვილი _ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო  განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
ვ) აკაკი გეწაძე _ თსუ-ის II კორპუსის ადმინისტრატორი;
ზ) თენგიზ ყურაშვილი – კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის კულტურის განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
თ) ერეკლე კუპატაძე _ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების სპეციალისტი;
ი) ნინო ქერაშვილი _ საფინანსო დეპარტამენტის საგეგმო-საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
კ) გულთამზე გოგოლაძე – საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
ლ) არჩილ ელიზბარაშვილი – საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრის უფროსი;
მ) თეიმურაზ ტაბატაძე _ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრის მთავარი სპეციალისტი;
ნ) ირაკლი ალავერდაშვილი- დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
ო) ზურა ჩიხლაძე- დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
 
3. სამუშაო ჯგუფმა უზრუნველყოს:
ა) ახალი ტექნიკის, სასაწავლო და სამეურნეო ინვენტარის აღწერის, მიღება-ჩაბარების დოკუმენტის გაფორმების სამუშაოების ორგანიზება და მათი დასაწყობება დანიშნულების ადგილზე;
ბ) ქონების თითოეულ ერთეულზე საინვენტარო ნომრების მინიჭება და განაწილება შესაბამისი სამსახურების, ოთახების მიხედვით;
გ) სათანადო დოკუმენტების გაფორმების საფუძველზე აღნიშნული ქონების მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე გადაფორმება;

4. წინამდებარე ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულყოფილად და დროულად შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სამუშაო ჯგუფს;

5. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულებსა და თითოეულ დეპარტამენტთან შეთანხმებით შეადგინონ I სასაწავლო კორპუსში მათთვის განკუთვნილ ფართზე გადაყვანის კალენდარული გეგმა-გრაფიკი და წარუდგინონ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დასამტკიცებლად;

6. საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრმა უზრუნველყოს ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულებისა და დეპარტამენტების გადაყვანის პროცესში კომპიუტერული ტექნიკის დროულად და ხარისხიანად გამართვა, ასევე არსებული საინფორმაციო ტექნოლოგიებით აღჭურვა;

7. დაევალოს სამუშაო ჯგუფს და კორპუსების ადმინისტრატორებს, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს, სტრუქტურული ერთეულებზე განპიროვნებული, ექსპლუატაციაში  არსებული  იმ  ტექნიკის  ცალკე  აღწერა  და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება, რომლებიც გადაადგილდება შესაბამისი კორპუსიდან I კორპუსში, ან მოხდება გადაცემა ერთი მატერიალურად პასუხისმგებელი პირიდან მეორეზე. აღნიშნული დოკუმენტაცია შეუფერხებლად უნდა მიეწოდოს ბუღალტერიას;

8. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების შესასრულებლად გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის, და ყველა სტრუქტურული ერთეულებისათვის;

9. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;

10. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს წინამდებარე ბრძანების ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება;

11. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.










ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:                               დ. ჩომახიძე

« უკან დაბრუნება