2009-08-07
ბრძანება №:158 / 02 - 01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 12 მარტის #34/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 12 მარტის #34/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
 
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  63-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების"  25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის  “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე

   ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

I.   შეტანილ იქნას ცვლილებები “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 12 მარტის #34/02-01 ბრძანებაში:
1.  საფინანსო დეპარტამენტში მაკა ხოსიშვილის ნაცვლად მატერიალურად პასუხისმგებელ პირად დაინიშნოს რუსუდან უზნაძე - საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტი;
2. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ჯანდარის ლაბორატორიის  მატერიალურად პასუხისმგებელ პირად დაინიშნოს თამარ ონიანი - ლაბორატორიის გამგის მოვალეობის შემსრულებელი;
3.  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მატერიალურად პასუხისმგებელ პირთა შემადგენლობას დაემატოს: სასწავლო ცენტრის ”ცისკოს”ქსელურ აკადემიაში - თეიმურაზ ტაბატაძე,  საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრის მთავარი სპეციალისტი; პეტროლოგიის ლაბორატორიაში - მანანა ოთარაშვილი, ლაბორატორიის გამგე;
4. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულებაზე ეკატერინე ფირცხალავას ნაცვლად მატერიალურად პასუხისმგებელ პირად დაინიშნოს ნინო ლაღიძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
II.   დაევალოთ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს ბრძანების ოფიციალური
წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყონ მატერიალური ფასეულობის გადაბარება დადგენილი წესის შესაბამისად;
III.  კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
IV.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
V.   ბრძანება განთავსდეს თსუ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

საფუძველი: წერილი #14888/02 24.07.2009; 14448/02 20.07.2009; 12714/02 02.07.2009; 15610/02 03.08.2009.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი:
                               რ. ხარბედია

« უკან დაბრუნება