2015-02-06
ბრძანება №:26/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენ კომისიაში შესაყვან პირთა მუდმივმოქმედი სიის დამტკიცების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენ კომისიაში შესაყვან პირთა მუდმივმოქმედი სიის დამტკიცების შესახებ  

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-7 ნაწილების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის  ,,ა“ ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, აკადემიური საბჭოს 2014 წლის 19 მაისის №46/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური ეთიკისა და სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ’’ დებულების მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების 2015 წლის 14 იანვრის №824/02, 2015 წლის 16 იანვრის №1071/02, 2015 წლის 20 იანვრის №1233/02, 2015 წლის 21 იანვრის №1420/02,  21 იანვრის №1429/02, 2015 წლის 03 თებერვლის №2921/02, 2015 წლის  04 თებერვლის №3050/02 წარდგინებების საფუძველზე,

 ვბრძანებ:

1.დამტკიცდეს  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენ კომისიაში შესაყვან პირთა მუდმივმოქმედი სია (დანართი N1).
2.წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს რექტორის 2014 წლის 06 აგვისტოს №131/01-01 ბრძანება.
3.დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება.
4.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი, პროფესორი                     აკადემიკოსი  ვლადიმერ  პაპავა
« უკან დაბრუნება