2012-05-29
ბრძანება №:67/01-01

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ა" და ,,ს" ქვეპუნქტების, 46-ე მუხლის, 47-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 31 მაისის N7 დადგენილებით დამტკიცებული ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, ამავე წესის მე-3 მუხლის, ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 21 მაისის №27/04 ერთობლივი ბრძანების "ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის ა.ხელაძის 2012 წლის 28 მაისის №12742/02 წერილის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორთა სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის სრულ პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
4. უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტი;
5. კონკურსი გამოცხადდეს 2012 წლის 29 მაისს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2012 წლის 2 ივლისიდან 2012 წლის 13 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2012 წლის 20 აგვისტოსი;
6. კონკურსი გამოცხადდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

1. ეკონომიკის პრინციპების კათედრა

სრული პროფესორი _ 1
ასოცირებული პროფესორი _ 2
ასისტენტ პროფესორი _ 1

2. მაკროეკონომიკის კათედრა

სრული პროფესორი _ 2
ასისტენტ პროფესორი _ 2

3. მიკროეკონომიკის კათედრა

სრული პროფესორი _ 1
ასოცირებული პროფესორი _ 2
ასისტენტ პროფესორი _ 1

4. ეკონომიკური პოლიტიკის კათედრა

სრული პროფესორი _ 1

ასოცირებული პროფესორი _ 4
ასისტენტ პროფესორი _ 3

5. ეკონომეტრიკის კათედრა

სრული პროფესორი _ 1

ასოცირებული პროფესორი _ 2
ასისტენტ პროფესორი _ 1

6. მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრა

სრული პროფესორი _ 1

ასოცირებული პროფესორი _ 3
ასისტენტ პროფესორი _ 2

7. ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრა
სრული პროფესორი _ 1

ასოცირებული პროფესორი _ 5
ასისტენტ პროფესორი _ 2
8. საერთაშორისო ბიზნესის კათედრა

სრული პროფესორი _ 2
ასოცირებული პროფესორი _ 4
ასისტენტ პროფესორი _ 1

9. მარკეტინგის კათედრა

სრული პროფესორი _ 1
ასოცირებული პროფესორი _ 3
ასისტენტ პროფესორი _ 1

10. საბუღალტრო აღრიცხვის კათედრა

სრული პროფესორი _ 1
ასოცირებული პროფესორი _ 4
ასისტენტ პროფესორი _ 3

11. ეკონომიკასა და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრა

სრული პროფესორი _ 1
ასოცირებული პროფესორი _ 1
ასისტენტ პროფესორი _ 2

12. ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრა
სრული პროფესორი _ 1
ასოცირებული პროფესორი _ 1
ასისტენტ პროფესორი _ 2

13. ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრა

სრული პროფესორი _ 2
ასოცირებული პროფესორი _ 4
ასისტენტ პროფესორი _ 1

7. სრული და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით) - PDF   Word
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით (ფაილის ფორმატი - Word და PDF) - PDF  Word
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.

8. ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით) - PDF   Word
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით (ფაილის ფორმატი - Word და PDF) - PDF  Word
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი უმაღლესი განათლების ან/და აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამოტივაციო წერილი.

9. საკონკურსო დოკუმენტები მიიღება 2012 წლის 2 ივლისიდან 2012 წლის 13 ივლისის ჩათვლით, 10:00-დან 17:00 საათამდე, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში. მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 44 (ტურიზმის საერთაშორისო სკოლა), ოთახი N213
10. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ინფრომაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
11. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში"
12. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
13. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.




რექტორი        ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება