2010-09-16
ბრძანება №:88/01-01
სსიპ – "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 15 ივნისის N135/02–01 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე" რექტორის 2010 წლის 2 სექტემბრის №75/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

« უკან დაბრუნება
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 63–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ა. კვიტაშვილი
ვბრძანებ:
- შევიდეს ცვლილება რექტორის 2010 წლის 2 სექტემბრის №75/01-01 ბრძანების პირველ პუნქტში და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელთათვის 2010–2011 სასწავლო წლის ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის ვადები გაგრძელდეს 25 სექტემბრამდე.
- ბრძანების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა.
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
- ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
- წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის №52), ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ა. კვიტაშვილი