სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთა დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლებისა და ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა დანიშვნის შესახებ (ბრძანება №23/01-03)
ბრძანება № 23 / 01-03
29.09.2008 წ
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთა დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლებისა და ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა დანიშვნის შესახებ
საქრთველოს შრომის კოდექსის მე - 6 მუხლის I - ლი პუნქტის, 31-მუხლის 1-ლი პუნქტის, 37-ე მუხლის I-ლი ნაწილის "ე" პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის # 490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 23 ივნისის #74/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 29 აგვისტოს 116/02-01 ბრძანების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ" 2008 წლის 11 ივნისის #41/01-02 ბრძანების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შეუწყდეთ შრომითი ურთიერთობა 2008 წლის 29 სექტემბრიდან სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დანართი 1-ით განსაზღვრულ ასისტენტ- პროფესორებს;
2. დაინიშნონ 2008 წლის 29 სექტემბრიდან 2011 წლის 30 სექტემბრამდე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე დანართი 2-ით განსაზღვრული პირები;
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე) უზრუნველყოს
შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება დანართი 2-ით განსაზღვრულ პირებთან;
4. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
5. ბრძანება განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე;
საფუძველი : ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 23 სექტემბრის # 131 დადგენილება "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ".
რექტორი, პროფესორი
გ. ხუბუა