2020-06-24
ბრძანება №:116/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტის სპეციალობის 3 წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის, აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტის სპეციალობის 5 წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის იდენტურად ჩათვლის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტის სპეციალობის 3 წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის, აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტის სპეციალობის 5 წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის იდენტურად ჩათვლის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა’’, ,,ბ”, ,,ო” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კურსდამთავრებულის 2019 წლის 13 დეკემბრის №25632/10-02 კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით თსუ რექტორის 2020 წლის 16 ივნისის №110/01-01 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2020 წლის 18 ივნისის სხდომის ოქმით გაწეული რეკომენდაციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი სპეციალობის მიღების შემდგომ მეორე სპეციალობის მისაღებად განხორციელებული, აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტის სპეციალობის 3 წლიანი საგანმანათლებლო პროგრამა ჩაითვალოს ამავე დასახელების 5 წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის იდენტურად.
2. წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტის სპეციალობის 3 წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთა დიპლომებში საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობად დაფიქსირდეს 5 წელი.
3. კურსდამთავრებულთა დიპლომებში ცვლილება განხორციელდეს ინდივიდუალურად ოფიციალური მომართვის შემთხვევაში.
4. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანების უნივერისტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერისტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
7. ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შესაძლებელია გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისამართზე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6.
რექტორი გიორგი შარვაშიძე