2014-08-06
ბრძანება №:130/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიის დანიშვნის, სტიპენდიანტის გამოვლენისა და სტიპენდიის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის ,,ა“ ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების საფუძველზე,
1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიის დანიშვნის, სტიპენდიანტის გამოვლენისა და სტიპენდიის მინიჭების წესი (დანართი N1).
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორის მოადგილე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
პროფესორი, აკადემიკოსი ლევან ალექსიძე
« უკან დაბრუნება
ვბრძანებ: