2008-09-02
ბრძანება №:0
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2007-2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასესიო პერიოდის დამატებითი გამოცდების ვადების განსაზღვრის შესახებ (ბრძანება №78/01-01)
ბრძანება # 78 / 01 -01
02.09.2008 წ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2007-2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასესიო პერიოდის დამატებითი გამოცდების ვადების განსაზღვრის შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული თსუ-ს წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2007-2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სესიის დამატებით საგამოცდო პერიოდად განისაზღვროს 2008 წლის 15 - 26 სექტემბერი;
- დამატებით გამოცდაზე დაშვებულ იქნენ ის სტუდენტები, რომლებიც 2007-2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასესიო პერიოდის ძირითად გამოცდებზე არ გამოცხადნენ საპატიო მიზეზით, ან/და რომლებსაც არ უსარგებლიათ იმავე სემესტრის სასესიო პერიოდის დამატებით გამოცდებზე გასვლის უფლებით;
- კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს (პ. ტურავა);
- ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორი, პროფესორი
გ. ხუბუა