2010-06-19
ბრძანება №:172/02-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 12 მარტის №34/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 12 მარტის №34/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ


   ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე  მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე და 63-ე მუხლებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების"  25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის  “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ


I. შეტანილ იქნას ცვლილებები “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 12 მარტის №34/02-01 ბრძანებაში:

1.ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში მატერიალურად პასუხისმგებელ პირებად დაინიშნონ: მაკა გეგეშიძე-ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი; ლია შავგულიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკის სპეციალისტი;

II. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 13 ივლისის №162/02-01 ბრძანება “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 12 მარტის №34/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”.

III. დაევალოთ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი კვირის ვადაში უზრუნველყონ მატერიალური ფასეულობის გადაბარება დადგენილი წესის შესაბამისად;

IV. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
 
V. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე;

VI. ბრძანება განთავსდეს თსუ ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

საფუძველი: წერილი №17448/02 20.07.2010წ.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:                           რ. ხარბედია
« უკან დაბრუნება