2013-12-11
ბრძანება №:168/01-01

"პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის №154/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის,  63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო’’ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და  მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ,,პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის   #154/01-01 ბრძანებით დამტკიცებულ დანართში #1 შევიდეს ცვლილება და      მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  
,,ა) აკადემიური მოსწრება – შეფასდეს 80 ქულით, რომელიც გამოითვლება სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში წინა სემესტრში სასწავლო კურსებში (არანაკლებ 30 კრედიტი; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოპოვებული კრედიტების ოდენობა - არანაკლებ 27 კრედიტისა) მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით. 
2.  დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
4.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე. 



რექტორის მოვალეობის შემსრულებელი             
რექტორის მოადგილე, აკადემიკოსი                          ლევან ალექსიძე

« უკან დაბრუნება