2012-07-23
ბრძანება №:1086/02-01
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე

,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის #10/ნ ბრძანებით დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 2010 წლის 5 თებერვლამდე გარიცხული/ამორიცხული სტუდენტი განიხილება სტუდენტის სტატუსის შეჩერებულ პირად გარიცხვის/ამორიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემიდან ათი წლის განმავლობაში და ამ ვადაში უფლებამოსილია მიმართოს დაწესებულებას სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე ან ისარგებლოს მობილობის უფლებით, თუ გარიცხვის/ამორიცხვის საფუძველი არ არის ამ წესით დადგენილი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი.
ზემოაღნიშნული წესი ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომელთა მიმართაც გამოცემულ იქნა ბრძანება სტუდენტის სტატუსის გარიცხვა/ამორიცხვის (შეჩერება/შეწყვეტის) თაობაზე. რაც შეეხება იმ სტუდენტებს, რომელთა მიმართაც 2010 წლის 5 თებერვლამდე და შემდგომ პერიოდშიც არ გამოცემულა შესაბამისი სამართლებრივი აქტი (ბრძანება გარიცხვის/ამორიცხვის შესახებ), ისინი ვერ ისარგებლებენ აღნიშნული უფლებებით, ვინაიდან არ არსებობს 2010 წლის 4 თებერვლის #10/ნ ბრძანებით დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 10 წლიანი ვადის ათვლის შესაძლებლობა, რაც იწვევს მათ არათანაბარ პირობებში ჩაყენებას. მოცემული საკითხის დარეგულირების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრისN208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-60 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალიწინებული იქნა აღნიშნული საკითხის მარეგულირებელი ნორმები, კერძოდ, მე-3 პუნქტის თანახმად - ,,სტუდენტის სტატუსი შეჩერებულად ითვლება, თუ სტუდენტს უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ გაუვლია აკადემიური რეგისტრაცია, მაგრამ სტუდენტის სტატუსის შეჩერება არ გაფორმებულა შესაბამისი სამართლებრივი აქტით”, ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,სტუდენტის სტატუსის შეჩერების მაქსიმალური ვადაა 5 წელი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა”.
მოცემული საკითხი დარეგულირებულ იქნა ზემოაღნიშნული ნორმატიული საფუძვლების თანახმად და იმისათვის, რომ ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებამდე უნივერსიტეტში ჩარიცხულმა პირებმა, რომლებიც უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდგომ პერიოდში 5 წლის განმავლობაში არ მონაწილეობდნენ სასწავლო პროცესში და მათ მიმართ არ გამოცემულა შესაბამისი სამართლებრივი აქტი (გარიცხვის/ამორიცხვის ბრძანება), ისარგებლონ თანაბარი უფლებებით, მათი სტუდენტის სტატუსი შეჩერებულად უნდა ჩაითვალოს მათ მიერ აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის სემეტრიდან (სწავლის თვითნებურად მიტოვების პერიოდი), ხოლო შეწყვეტილად უნდა ჩაითვალოს უნივერსიტეტის წესდების მე-60 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული 5 წლიანი ვადის გასვლისთანავე.
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა", "ბ", "ს" და "ტ" ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის” მე-10 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება

ვბრძანებ:
- ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგიტრო გამოცდებამდე უნივერსიტეტში ჩარიცხულმა პირებმა, რომლებიც უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდგომ პერიოდში 5 წლის განმავლობაში არ მონაწილეობდნენ სასწავლო პროცესში და მათ მიმართ არ გამოცემულა შესაბამისი სამართლებრივი აქტი (გარიცხვის/ამორიცხვის ბრძანება), ჩაეთვალოთ სტუდენტის სტატუსი შეჩერებულად მათ მიერ აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის სემესტრიდან (სწავლის თვითნებურად მიტოვების პერიოდი), ხოლო შეწყვეტილად უნივერსიტეტის წესდების მე-60 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული 5 წლიანი ვადის გასვლისთანავე;
- ამ ბრძანებით სტატუსშეწყვეტილ სტუდენტზე ვრცელდება ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესი მისი სტატუსის შეწყვეტის თარიღის გათვალისწინებით;
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
- ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი