2020-06-24
ბრძანება №:96/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციები სურსათის ბიზნესოპერატორებისთვის“ ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   უწყვეტი განათლების  ცენტრის ტრენინგკურსის  „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციები სურსათის ბიზნესოპერატორებისთვის“ ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის  თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი   ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის   „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციები სურსათის ბიზნესოპერატორებისთვის“ დამტკიცების შესახებ რექტორის 2020 წლის 22 ივნისის  N114/01-01 ბრძანების და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2020 წლის 23 ივნისის N7824/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის  „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციები სურსათის ბიზნესოპერატორებისთვის“ ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 8 საათით; კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის   განისაზღვროს 150  ლარის ოდენობით; კორპორატიული შეკვეთის შემთხვევაში კურსის ღირებულება განისაზღვროს ხელშეკრულების საფუძველზე;
2. ტრენერის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი - 100 ლარით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);
3. დაევალოს  უნივერსიტეტის  კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანების  გაცნობა  დაინტერესებული პირებისათვის;
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე

« უკან დაბრუნება