2011-02-11
ბრძანება №:20/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის დამატებითი ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის დამატებითი ვადების განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მისნიტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისა და "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებისა და "მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2010 წლის 12 დეკემბრის №114 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე" სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2011 წლის 10 თებერვლის №144 ბრძანების საფუძველზე,
ვბრძანებ:
-
განისაზღვროს 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის დამატებითი ვადები:
ა) ა.ა. საბუთების მიღება – 14 თებერვალი;
ა.ბ. უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 15 თებერვალი;ბ) ბ.ა. დოქტორანტურაში უცხო ენის გამოცდა – 15 თებერვალი;
ა.გ. სტუდენტთათვის აღაირებული კრედიტების გაცნობა – 16 თებერვალი;
ა.დ. ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება – 18 თებერვალი.
ბ.ბ. აპელაციაზე განცხადების მიღება – 16 თებერვალი;
ბ.გ. აპელაცია – 17 თებერვალი;
ბ.დ გასაუბრება სპეციალობაში – 17 თებერვალი.
-
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
-
დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
-
ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი