2017-06-26
ბრძანება №:127/01-01

,,ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის დაწესების, მისი მინიჭების წესის და იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ რექტორის 2015 წლის 20 აპრილის №61/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესით განსაზღვრული ჟიურის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის დაწესების, მისი მინიჭების წესის და იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ რექტორის 2015 წლის 20 აპრილის №61/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული  წესით განსაზღვრული ჟიურის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


  ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ4 ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, და მე-9 პუნქტის  და  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 12 ივნისის  № 9049/27, თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის 2017 წლის 16 ივნისის №9460/10,  თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის 2017 წლის 14 ივნისის №8325/10-02 და თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის 2017 წლის 12 ივნისის №8986/10 კორესპონდენციების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის მინიჭების მიზნით  დამტკიცდეს   ჟიური შემდეგი შემადგენლობით:

ა)ივანე ლეჟავა - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ჟიურის წევრი;
ბ)ეკატერინე ნავროზაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ჟიურის წევრი;
გ) მაია ნაჭყებია - შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ჟიურის წევრი;
დ)ეკა ჩიკვაიძე - შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, ჟიურის წევრი;
ე)თამარ ვაშაკიძე - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების  ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ჟიურის წევრი;
ვ)ვახტანგ მაღრაძე - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების  ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ჟიურის წევრი;
ზ)გიორგი საითიძე -ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ჟიურის წევრი;
2.  დაევალოს ჟიურის  ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის მისანიჭებლად იხელმძღვანელოს  მოქმედი კანონმდებლობითა და რექტორის 2015 წლის 20 აპრილის №61/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით    განსაზღვრული წესით.
3. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების შესასრულებლად გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
4. წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.  წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.



რექტორი                                       გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება