2020-05-29
ბრძანება №:94/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში - სამეცნიერო პერსონალის უფროსი მეცნიერი თანამშრომელის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე      ჯავახიშვილის      სახელობის      თბილისის      სახელმწიფო      უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით   ინსტიტუტში -   სამეცნიერო პერსონალის უფროსი მეცნიერი თანამშრომელის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322   მუხლის პირველი და  მე-4 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 13 მაისის N9/04 ერთობლივი ბრძანებისა და ინსტიტუტის დირექტორის გ. ჯაიანის  2020 წლის 25 მაისის N6558/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;

2. უფროსი   მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე   7   წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო     ან     სხვა     პროფილურ     დაწესებულებაში     სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და  უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2  რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით (დანართი N1);

კონკურსანტს ასევე მოეთხოვება (ვაკანსიის პროფილის მიხედვით):

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - მისი ხელმძღვანელობით დაცული დისერტაციები ან ბოლო 5 წელიწადში 5 პუბლიკაცია სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ამსახველი ცხრილის პირველი სამი პუნქტით გათვალისწინებული სახეობების შესაბამისად (დანართი N1);

3. კონკურსი გამოცხადდეს 2020 წლის პირველ ივნისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2020 წლის 2 ივლისიდან 2020 წლის 7 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად   წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2020 წლის 18 ივლისისა;

4. კონკურსი გამოცხადდეს ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო- კვლევით ინსტიტუტში   უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ფუნქციონალური ანალიზისა და მისი გამოყენებების განყოფილება: უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული.

5. სამეცნიერო თანამდებობაზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)  განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  დადგენილი  ფორმის  მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
დ) ავტობიოგრაფია (CV) სამეცნიერო     პუბლიკაციების ნუსხითურთ, შედგენილი კონკურსანტისათვის მისაღები    ფორმით    მისი    მოღვაწეობის    სრულად    ასასახავად (ავტობიოგრაფია წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, ფაილის ფორმატი  - Word და PDF  ფაილების სახით);
 
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ვ)    სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ზ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);

6. კონკურსში მონაწილეობის შესახებ ვადის დარღვევით (განცხადებების მიღების ვადის გასვლის შემდგომ) წარდგენილი განცხადება (დოკუმენტაცია) მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
7. საკონკურსო კომისია ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, კონკურსში მონაწილეობის მსურველს ეძლევა განაცხადის განმეორებით წარმოდგენის ვადა, მაგრამ არაუმეტეს საკონკურსო განცხადებით გათვალისწინებული საკონკურსო განცხადებების /დოკუმენტაციის/ მიღების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღისა.
8. კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ ამავე ბრძანების მე-7 პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
9. საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2020 წლის 2 ივლისიდან 7 ივლისის ჩათვლით (გარდა შაბათ-კვირისა), 1100-დან 1600 საათამდე, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის შენობაში. მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის  ქ.  N2,  ოთახი  N140,  ხოლო  კონკურსის  დისტანციურად ჩატარების აუცილებლობის    შემთხვევაში    zip-ფაილად    დაარქივებული    საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა გადაიგზავნოს იმეილზე mtevdoradze@gmail.com (2 ივლისის 11 საათამდე ან 7 ივლისის 16 საათის შემდეგ იმეილით გამოგზავნილი დოკუმენტაცია მიღებულად არ ჩაითვლება).

10.  ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში ,,თბილისის უნივერსიტეტი’’;

11. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

12. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს     (საფინანსო     დეპარტამენტი,     პერსონალის     მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,    გაზეთი    ,,თბილისის უნივერსიტეტი’’, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).

13. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
 
რექტორი გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება