2020-07-17
ბრძანება №:139/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების ჩატარების ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
რექტორის არჩევნების ჩატარების ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით
საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე–14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე’’ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 22 ივნისის №51/2020 დადგენილების მე-2  და მე-3 პუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.     სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების ჩატარების ტექნიკური უზრუნველყოფისა და აკადემიური საბჭოს დავალებების შესაბამისად არჩევნებთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, დამტკიცდეს საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ა)   ცისანა გავაშელი - ზუსტ    და    საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა    ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორი,  სამეცნიერო   კვლევებისა   და   განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი,  კომისიის წევრი;
ბ) გიორგი გაფრინდაშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ- პროფესორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწე, კომისიის წევრი;
გ) ანა თოხაძე - იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტი, კომისიის წევრი;
დ) თამარ ლეკაშვილი - მედიცინის ფაკულტეტის  ასისტენტ - პროფესორი,   მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური უფროსი, კომისიის წევრი;
ე) კახაბერ ლორია -ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
ვ) დავით მახვილაძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი:
ზ) მირანდა მიქაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
თ) გიორგი ოქიტაშვილი  - იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
ი) თამარ ტატანაშვილი - იურიდიული ფაკულტეტის კერძო სამართლის მიმართულების მოწვეული პედაგოგი, (არასამთავრობო ორგანიზაციის   წარმომადგენელი), კომისიის წევრი;
კ) სალომე ჩიტიშვილი - ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე, კომისიის წევრი;
ლ) რევაზ აფხაზავა - კოალიცია ,,განათლება ყველასათვის - საქართველო’’ პოლიტიკის ადვოკატირების ოფიცერი, გამგეობის წევრი, კომისიის წევრი.

2.      ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3.      ბრძანების   უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.      ბრძანების  შესასრულებლად  გადაცემა  მასში  მოყვანილ  დაინტერესებულ პირთათვის   დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.      ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.
6.      წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით  დადგენილი  წესით,  ძალაში  შესვლის  დღიდან  ერთი  თვის  ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).



რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი                      ნინო გვენეტაძე


« უკან დაბრუნება