2014-12-03
ბრძანება №:210/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში “პოლიმერებისა და მოწინავე პოლიმერული მასალების ქიმიაში კავკასიის IV საერთაშორისო სიმპოზიუმის” ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9  ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. 2015 წლის 1-4 ივლისს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში “პოლიმერებისა და მოწინავე პოლიმერული მასალების ქიმიაში კავკასიის IV საერთაშორისო სიმპოზიუმის” ქ. ბათუმში  ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა) ომარ მუკბანიანი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა    ფაკულტეტის პროფესორი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ) რამაზ ბოჭორიშვილი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა    ფაკულტეტის დეკანი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) რამაზ გახოკიძე - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა    ფაკულტეტის პროფესორი, ჯგუფის წევრი;
დ) გივი პაპავა - თსუ პ. მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის თანამშრომელი, ჯგუფის წევრი;
ე) ტარიელ ზარანდია - საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტის  უფროსი,  ჯგუფის წევრი;
ვ) ნანა მამაგულიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
ზ) ირაკლი საღარეიშვილი - თსუ საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის    წევრი;
თ) თამარ ებრალიძე - თსუ გამომცემლობის დირექტორი, ჯგუფის წევრი;
ი) ხათუნა კახიანი - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა    ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ჯგუფის წევრი;
კ) დონარი ოტიაშვილი –თსუ პ. მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის თანამშრომელი, ჯგუფის წევრი;
ლ) მარინა გურგენიშვილი - თსუ პ. მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის თანამშრომელი, ჯგუფის წევრი;

2. დამტკიცდეს კონფერენციის ხარჯთაღრიცხვა და კონფერენციის ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს საკონფერენციო გადასახადიდან შემოსული თანხებით. 
3. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს კონფერენციის ვებ-გვერდის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
5. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება.
6. დაევალოს თსუ გამომცემლობის დირექტორს კონფერენციის მასალების დაბეჭდვის უზრუნველყოფა.
7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
8. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს. 
9. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი, პროფესორი                 აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა                                    

« უკან დაბრუნება