2011-01-12
ბრძანება №:03/01-01

,,სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II–ის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 24 აპრილის №23/01–01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II–ის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 24 აპრილის №23/01–01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

"უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57–ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ,,სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II–ის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 24 აპრილის N#23/01–01 ბრძანებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
 
ა) ბრძანების მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. დაევალოს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს  წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტის შესრულების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების გატარება“.

ბ) ბრძანების მე–4 პუნქტი ამოღებულ იქნას.

2.  ბრძანების მე–2 პუნქტით დამტკიცებული №2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 1) ალექსანდრე კვიტაშვილი – რექტორი (კომისიის თავმჯდომარე);
  2) მამა გიორგი ზვიადაძე – სასულიერო აკადემიის რექტორი;
  3) დავით ჩომახიძე – ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
  4) დარეჯან თვალთვაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი (კომისიის მდივანი)“.

3.    წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;

4.  ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;

5.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

    





რექტორი                                           ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება