2013-06-24
ბრძანება №:69/02-01
,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 05 დეკემბრის №156/02-01 ბრძანებით დამტკიცებულ დანართი №1-ში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 05 დეკემბრის №156/02-01 ბრძანებით დამტკიცებულ დანართი №1-ში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 04 ნოემბრის №412 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, მე-4 პუნქტის, უნივერსიტეტის ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელის, სრული პროფესორის ქალბატონ მაია მარგველაშვილის 2013 წლის 23 მაისის №14911/02 და 18 ივნისის №30/104-00; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მასწავლებლის ქალბატონ ქეთევან სიჭინავას 2013 წლის 07 ივნისის №16244/02 და ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის 2013 წლის 13 ივნისის №16794 კორესპონდენციების საფუძველზე,ვბრძანებ:1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატება ,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 05 დეკემბრის №156/02-01 ბრძანებით დამტკიცებულ დანართი №1-ში:ა) დანართი №1-ის 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,39. ტურიზმის განვითარების ინსტიტუტი.
39.1. ვალერი არღუთაშვილი – ინსტიტუტის ტრენინგ - ცენტრის უფროსი სპეციალისტი - ტურიზმის განვითარების ინსტიტუტი (უნივერსიტეტის ქუჩა № 2);
39.2. მამუკა ხუსკივაძე – უფროსი სპეციალისტი – ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის ტურიზმის საერთაშორისო სკოლა (ვაჟა-ფშაველას გამზირი №44-46);
39.3. ჯემალ ლიპარტელიანი – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სპეციალისტი (ქ. ქუთაისი, ნიკეას მე-2 შესახვევი №8)”.
ბ) დანართი N№1-ის მე-3 მუხლის 3.6.4. პუნქტი ჩამოუყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3.6.4. იმუნოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ლაბორატორია – ქეთევან სიჭინავა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მასწავლებელი”.
გ) დანართი №1-ის 43-ე მუხლის 2.7.2. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2.7.2. ალექსანდრე მიქაბერიძე – ალექსანდრე ჯანელიძის ინსტიტუტის გარემოს ფიზიკური-ქიმიური კვლევის განყოფილების
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე