2009-07-31
ბრძანება №:21/01-03

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე სოლომონ ტაბუცაძის დანიშვნის შესახებ

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე სოლომონ ტაბუცაძის დანიშვნის შესახებ
 
 
საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის, 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის  #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2009 წლის 15 ივლისის 134/02-01 ბრძანების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2009 წლის 16 მარტის #30/01-01 ბრძანების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. დაინიშნოს 2009 წლის 3 აგვისტოდან 2011 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით სოლომონ ტაბუცაძე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის მიმართულების ლიტერატურის თეორიის ქვემიმართულების ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე;
  2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე) უზრუნველყოს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება ბრძანებით განსაზღვრულ პირთან;
  3. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
  4. ბრძანება განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
  5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

საფუძველი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის დადგენილება #243 "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ზოგადი და შედარებითი ლიტერათმცოდნეობის მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს #260  "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს #243 დადგენილებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების შესახებ"

 

რექტორი, პროფესორი
                                          გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება