2009-09-08
ბრძანება №:219 / 02-03
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროს მეცნიერ – მკვლევარ ბადრი ჭილაძესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროს მეცნიერ – მკვლევარ ბადრი ჭილაძესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ
საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ე” პუნქტის, მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის, 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
-
შეუწყდეს 2009 წლის 2 ივლისის #1483 შრომითი ხელშეკრულება 2009 წლის 8 სექტემბრიდან მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-მკვლევარს ბადრი ჭილაძეს.
-
დაინიშნოს 2009 წლის 8 სექტემბრიდან 2013 წლის 10 ივნისამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე ბადრი ჭილაძე.
-
დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე) უზრუნველყოს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება ბადრი ჭილაძესთან.
-
შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.
-
ბრძანება განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე
-
ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2009 წლის 13 აპრილის #205 დადგენილება; წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ოქმი (#19, 01.05.2009წელი), განცხადება #17346/02, 03.09.2009წ; თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ს/კ ინსტიტუტის დირექტორის წარდგინება #16669/02, 24.08.2009წ.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი:
რ. ხარბედია