2019-01-10
ბრძანება №:5/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2018 წლის 2 ივლისის N158/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2018 წლის 2 ივლისის N158/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.  შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2018 წლის 2 ივლისის N158/01-01 ბრძანების პირველ პუნქტში და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  განისაზღვროს  სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ბაკალავრიატის/დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო/დიპლომირებული მედიკოსი/სტომატოლოგი/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა

ა) პირველსემესტრელთა რეგისტრაცია:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება - 3 - 11
სექტემბერი;
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 12 - 17 სექტემბერი.

ბ) შემოდგომის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 აგვისტო - 17 სექტემბერი;
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 10 - 17 სექტემბერი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 17 სექტემბერი - 29 დეკემბერი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 9-10 იანვარი; 21 იანვარი - 16 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები); 25 თებერვალი - 2 მარტი (დამატებითი გამოცდები);
ბ.ე) არდადეგები - 30 დეკემბერი – 8 იანვარი; 11-20 იანვარი; 3-10 მარტი.

გ) გაზაფხულის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 4 თებერვალი - 11 მარტი; გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 4–11 მარტი;
გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები -  11 მარტი – 22 ივნისი;
გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 24 ივნისი - 19 ივლისი (დასკვნითი გამოცდები),  25 - 31
ივლისი (დამატებითი გამოცდები);
გ.ე) არდადეგები - 1 აგვისტო - 15 სექტემბერი. მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა
დ) პირველსემესტრელ მაგისტრანტთა/დოქტორანტთა  რეგისტრაცია: დ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 21 - 24 სექტემბერი
დ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 21 - 24 სექტემბერი

ე) შემოდგომის სემესტრი:
ე.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 აგვისტო - 24 სექტემბერი ე.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 17 - 24 სექტემბერი
ე.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 24 სექტემბერი - 12 იანვარი;
ე.დ) საგამოცდო პერიოდი - 22 იანვარი - 16 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები);  25
თებერვალი-2 მარტი (დამატებითი გამოცდები);
ე.ე) არდადეგები - 30 დეკემბერი – 7 იანვარი, 3-10 მარტი.

ვ) გაზაფხულის სემესტრი:
ვ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 4 თებერვალი - 11 მარტი; ვ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 5–11 მარტი;
ვ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები -  11 მარტი – 22 ივნისი;
ვ.დ) საგამოცდო პერიოდი - 24 ივნისი - 19 ივლისი (დასკვნითი გამოცდები),  25 - 31 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
ვ.ე) არდადეგები - 1 აგვისტო - 15 სექტემბერი. “

2.  ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი                                         გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება