2016-09-19
ბრძანება №:163/01-01
,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ”ბ უნივერსიტეტის რექტორის 2016 წლის 15 ივნისის №95/01-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ”ბ უნივერსიტეტის რექტორის 2016 წლის 15 ივნისის №95/01-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 და მე-15 პუნქტების, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2016 წლის 16 სექტემბრის №32891/02, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2016 წლის 19 სექტემბრის №33671/02, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 2016 წლის 16 სექტემბრის №32510/02, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2016 წლის 12 სექტემბრის №30911/02 და №31059/02 წარდგინებების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
შევიდეს დამატება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2016 წლის 15 ივნისის №95/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის ,,1.3.“,,1.4.“, "1.6.”, ,,1.7.” ქვეპუნქტებით დამტკიცებულ №3, №4, №6 და №7 დანართებში:
ა) №3 დანართის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. კონფლიქტების ანალიზი და მართვა - 5“;
,,5. საერთაშორისო ურთიერთობები - 6“;
ბ) №4 დანართის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ეკონომიკა - 30“;
გ) №6 დანართის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა - 40".
დ) №7 დანართის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია - 3”.
2.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.
ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.
ბრძანება ძალაშია დაინტერესებული პირისათვის გაცნობისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
პროფესორი დარეჯან თვალთვაძე