2018-07-24
ბრძანება №:204/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის,   63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული  პირის - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ლაშა საღინაძისათვის დროებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულების უფლებამოსილების დაკისრების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 18 ივლისის N197/02-01 ბრძანების და თსუ პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის 2018 წლის 19 ივლისის N14681/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის ,,გ” თავის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11. პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი:

11.1. მანანა მელაშვილი - ქონების აღრიცხვა-მართვის სპეციალისტი  (საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარე);
11.2. ჟანა მირიჯანაშვილი - საფინანსო სამსახურის უფროსი;
11.3. თეიმურაზ კორძახია  - ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორიის გამგე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
11.4. ომარ ლომთაძე -  აგრარული ქიმიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;

11.5. თეიმურაზ უჩანეიშვილი - ქიმიური ეკოლოგიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
11.6. ია ჩიტრეკაშვილი - მარალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
11.7. ნათელა ხეცურიანი - ნავთობის ქიმიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
11.8. ლაშა გელანტია – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ბაგების სტუდქალაქის უფროსი სპეციალისტი.“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 
მოვალეობის შემსრულებელი,
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე                                                                 ლაშა საღინაძე                                                                              


« უკან დაბრუნება