2017-05-25
ბრძანება №:121/02-01
,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში გაცემისა და საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების გასხვისების საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 18 იანვრის №03/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
შევიდეს ცვლილება ,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში გაცემისა და საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების გასხვისების საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 18 იანვრის №03/02-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ლაშა საღინაძე – კომისიის თავმჯდომარე (ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე);“
2.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი,
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ლაშა საღინაძე